სტომატოლოგია
კომპანიის შესახებ

„ნინო ქარდავას სტომატოლოგიური კლინიკა – „NKDC” 2007 წლიდან ფუნქციონირებს. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და შექმნილია თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით. კლინიკაში მუდმივად ინერგება სტომატოლოგიაში არსებული სიახლეები. კლინიკის ექიმები მუდმივად მონაწილეობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გამართულ მასტერკლასებსა და სამეცნიერო კონფერენციებში; ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტის ჯანმრთელობაზე, მათი ცხოვრების გალამაზებაზე და თითოეულ პაცინეტს მისთვის მორგებულ, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობენ. კლინიკაში დიდი ყურადღება ეთმობა სტერილიზაციის საკითხებს, ასეპტიკასა და ანტისეპტიკას.
ჩვენი გუნდი
ნინო ქარდავა
ორთოპედი, ქირურგი, თერაპევტი
თამრი მახარაძე
თერაპევტი
გიორგი ქარსაულიძე
ორთოპედი, ქირურგი
მარიამ სიჭინავა
ორთოდონტი
მარიამ გომურაშვილი
თერაპევტი, ბავშვთა სტომატოლოგი
ხათუნა ხუციშვილი
თერაპევტი, პარადონტოლოგი
შეფასებები
მოკლედ : 1. ადგილი, სადაც მიხარია მისვლა, არა და წესით ზოგადად სტომატოლოგთან ვიზიტი არ უნდა მიხაროდეს. 2. სადაც ბრმად ვენდობი. 3. სადაც არასდროს მიკითხავს ფასი და მჯერა, რომ ოპტიმალური იქნება. სხვაგან ყველგან ვვაჭრობ . 4. სადაც არ მეშინია და რაც მთავარია, აქ მისვლის შემდეგ ჩემი კბილები გადასარევ მდგომარეობაშია და ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ.მადლობა და Highly recommended!
საუკეთესო გარემო, სუპერ პროფესიონალთა გუნდი , მაღალი ხარისხი და ბრწყინვალე, ჯანმრთელი ღიმილი !!!
ჩემი ღიმილი ეს არის ის, რამაც დამატებით გამაბედნიერა. რაც არ მომწონდა, ეს ჩემი კბილები იყო. გამიმართლა, მოვხვდი სუპერპროფესიონალ ექიმთან, ნინო ქარდავასთან, რომელსაც შარტავაზე თავისი სტომატოლოგიური კლინიკა აქვს. წამით რომ ვფიქრდებოდი, იქნებ ასე გავიღიმო-მეთქი... მორჩა, დავკარგე ეს თემა. ამანაც ძალიან შემმატა თვითრწმენა და თამამად ვიღიმი.
ნინო ქარდავას კლინიკაში შესვლისთანავე დამხვდა სასიამოვნო გარემო, სუფთა, ჯანსაღი ატმოსფერო. ნინო ძალიან კარგი ექიმია და თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალია. მე უმაღლეს შეფასებას ვაძლევ ნინო ქარდავას სტომატოლოგიურ კლინიკას.