„ნინო ქარდავას სტომატოლოგიური კლინიკა – „NKDC” 2007 წლიდან ფუნქციონირებს. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და შექმნილია თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით. კლინიკაში მუდმივად ინერგება სტომატოლოგიაში არსებული სიახლეები. კლინიკის ექიმები მუდმივად მონაწილეობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გამართულ მასტერკლასებსა და სამეცნიერო კონფერენციებში; ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტის ჯანმრთელობაზე, მათი ცხოვრების გალამაზებაზე და თითოეულ პაცინეტს მისთვის მორგებულ, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობენ. კლინიკაში დიდი ყურადღება ეთმობა სტერილიზაციის საკითხებს, ასეპტიკასა და ანტისეპტიკას.
„ნინო ქარდავას სტომატოლოგიურ კლინიკაში“ შეგიძლიათ ჩაიტაროთ სრუფასოვანო სტომატოლოგიური მომსახურება უახლოესი მეთოდებითა და მაღალი ხარისხით. კლინიკის ერთ სივრცეში შეგიძლიათ მიიღოთ თერაპიული, ქირურგიული, ორთოპედიული, ორთოდონტიული, ბავშვთა სტომატოლოგიური სერვისების სრული სპექტრი.